მაიკლ დიქსონის 17 ქულა "სტრასბურს" გერმანიაში არ ეყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მშვენიერი სეზონი უდგას მაიკლ დიქსონს, რომელიც თავისი ახალი კლუბის - ფრანგული "სტრასბურის" ლიდერია. სტრასბურელებმა მორიგი მატჩი ფიბა-ს ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრას, გერმანულ "ბაიროითთან" გამართეს და დამატებით დროში - 80:82 წააგეს.

საქართველოს ნაკრების ამერიკელი გამთამაშებელი თავისიანთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. დიქსონმა ძირითადი დროის ბოლო წამზე გამთანაბრებელი ორქულიანი ჩააგდო და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა.


დიქსონი სტრასბურელთა სასტარტო ხუთეულში იყო და 26:56 წუთში 17 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. მაიკლმა 9-დან 7 ორქულიანი
და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო. შედეგად, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა.

"სტრასბურგი" თითო მოგება-წაგებით ჩ ჯგუფში მე-2 ადგილზეა და მხოლოდ ხსენებულ "ბაიროითს" ჩამორჩება, მომდევნო მატჩს კი 25 ოქტომბერს, შინ, ესპანურ "ესტუდიანტესთან" გამართავს.

მომზადებული GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული