"ბასკონიამ" მოიგო და თორნიკე შენგელია 23 ქულით საუკეთესო იყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელია ჩინებულ ფორმაშია. საქართველოს ნაკრების ლიდერმა "ბასკონიაში" მორიგი მატჩი ჩაატარა და შესანიშნავად გაისარჯა.

"ბასკონია" "გიპუზკუას" დაუპირისპირდა და 88:86 დაამარცხა.

ბასკონიელთა ქართველმა კაპიტანმა 36:36 წუთში 9-დან 8 ორქულიანი, 3-დან 0 სამქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ჯამში 23 ქულა და 6 მოხსნა იყო მისი მონაგარი. ორივე გუნდის შემადგენლობაში შენგელია საუკეთესო იყო.

5 ტურის შემდეგ "ბასკონია" 2 მოგებითა და 3 მარცხით, მე-11 ადგილზეა. შენგელიას გუნდი 29 ოქტომბერს მორიგ ტურში "სარაგოსას" ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
კაპიტანიო! გამომრჩა რამე? :))
ტკაჩენკო
23 ოქტომბერი 2017 01:06
0
მაგარი კაცია თორნიკე, შეუპოვარი ხასიათით!!!
dato
22 ოქტომბერი 2017 23:47
0
გიპუზკუა რა არის? სან-სებასტიანის ჰიპუსკოა ჰქვია მაგ გუნდს. რუსულად "Хипускоа"
ციბა
22 ოქტომბერი 2017 22:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული