შეგახსენებთ, რომ NBA-ს გასულ სეზონში "გოლდენ სტეიტისა" და "სან ანტონიოს" შორის პლეი-ოფის სერიის პირველ მატჩში "სპურსის" ვარსკვლავი კავაი ლეონარდი ცუდად დაეცა ზაზა ფაჩულიას ფეხზე და მძიმე ტრავმა მიიღო. ამ ეპიზოდმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
დენი გრინი ("სან ანტონიო"): "ჩვენ დაგვავიწყდა ეს ამბავი, ეს წარსულია. ზაზა კალათბურთელია, როგორც ყველა ამ ლიგაში. რაც მოხდა, ეს არ იყო კარგი, მაგრამ ჩვენ უნდა განვაგრძოთ წინსვლა".
The Spursian
მარკ მედინა ("მერკური ნიუსის" ჟურნალისტი): "ზაზა ფაჩულიაზე საუბრები დღემდე არ წყდება. ის პირველად იქნება სან ანტონიოში კავაის ტრავმის შემდეგ".
ტომ ორზბორნი ("სან ანტონიო ექსპრესის" ჟურნალისტი): "დენი გრინს დაავიწყდა ყველაფერი, მაგრამ "სან ანტონიოს" ფანებს? შეძლებენ ისინი ფაჩულიას პატიებას?"
კონორ ლეტერნოუ ("სან ფრანცისკოს ქრონიკები" ჟურნალისტი): "ზაზა ფაჩულია უბრუნდება სან ანტონიოს. მას რთული დღე ელის, მაგრამ მას ეს ალბათ ეს სულ არ აწუხებს".
- კავაი ლეონარდი: არა მგონია, რომ ზაზამ ტრავმა ძალით მომაყენა