10:07 03-11-2017
NBA: ზაზა ფაჩულიას უსტვინეს, "გოლდენ სტეიტმა" მოიგო, პოპოვიჩი გააძევეს [VIDEO]
AutoSharing Option
"უორიორსმა" -19 ქულა ამოქაჩა და საბოლოოდ "სპურსი" თავისივე მოედანზე 20-ქულიანი სხვაობით გაანადგურა.
მატჩის დაწყებამდე ზაზა ფაჩულიასა და კავაი ლეონარდის შორის მომხდარი ეპიზოდის გამო ქართველი მედიაში ყურადღების ცენტრში იყო.
- "სან ანტონიოსთან" მატჩის წინ - ზაზა ფაჩულია ყურადღების ეპიცენტრშია
ზაზა ფაჩულიას გვარის გამოცხადების დროს "სპურსის" ფანებმა სტვენა დაიწყეს და ისე შეეგებნენ ქართველ კალათბურთელს.
აღსანიშნავია, რომ "სპურსის" მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი ორი ტექნიკური ფოლის გამო პარკეტიდან გააძევეს. მეოთხე მეოთხედისას პოპოვიჩი მსაჯებს მიუვარდა და უმტკიცებდა, რომ მეტოქე კალათბურთელმა გარბენი გააკეთა.
რაც შეეხება შეხვედრას, ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საბოლოო ჯამში 13:06 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 4 ქულა, 2 პასი და 3 მოხსნა მოაგროვა, ხოლო ბურთი ორჯერ დაკარგა.
მატჩში ყველაზე მეტი, 27 ქულა კელი ტომპსონმა ჩააგდო, კევინ დურანტმა და სტეფ კარიმ კი, შესაბამისად, 24 და 21 ქულა მოიპოვეს. დრეიმონდ გრინმა 16 ქულა ჩაიწერა აქტივში.
"სპურსიდან" ლამარკუს ოლდრიჯი გამოირჩა, რომელმაც 24 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა.
ამ გამარჯვებით "გოლდენ სტეიტმა" 6 მოგებითა და 3 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
ფაჩულიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 5 ნოემბერს, სტუმრად "დენვერთან" გამართავს.
დღის მეორე მატჩში "პორტლენდმა" "ლეიკერსს" უმასპინძლა და 113:110 დაამარცხა.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
მეორე ტაიმში ჯადომ გაუარა ვარიორებს და სპურსი და პოპოვიჩი .................