ოფიციალურად: მაიკლ დიქსონი კარიერას "ბაჰჩესეჰირ კოლეჯში" გააგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ლიდერმა მაიკლ დიქსონმა კლუბი შეიცვალა. ამერიდან, 28 წლის გამთამაშებელი თურქეთის მე-2 დივიზიონის გუნდის, ''ბაჰჩესეჰირ კოლეჯის'' ღირსებას დაიცავს.

ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დევიდ პიკი წერდა. სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია მართალი აღმოჩნდა.

მისივე ინფორმაციით, კლუბმა კალათბურთელს 250 000-დოლარიანი შეთავაზება გაუკეთა.

''ბაჰჩესეჰირი'' თურქეთის მე-2 ლიგაში გამოდის. კლუბს 6 მოგებითა და 7 მარცხით სატურნირო ცხრილში  მე-11 პოზიცია უკავია.
მკითხველის კომენტარები / 6 /
რა გაუჭირდა ასეთი
ალიკო
07:06 13-12-2017
0
ანუ თურქეთის მეორე ლიგის გუნდს 250 000 ბაქსი აქვს რო ერთ კალათბურთელში გაისროლოს? :/
ქუთაისელი
16:17 12-12-2017
0

სიახლეები პოპულარული