14:55 31-12-2017
ახალი წელი ახალი რეკორდით! - ზაზა ფაჩულიას პირადსარეკორდო მატჩი "გოლდენ სტეიტში" [VIDEO]
AutoSharing Option
ოკლენდელებმა ტენესელი “დათვები” 141:128 გაანადგურეს, ფაჩულიამ კი “მეომრებს” 17 ქულა მიაშველა, რაც მისი უმაღლესი შედეგია ამ კლუბის შემადგენლობაში.
აქამდე ფაჩულიას 111 მატჩი ჰქონდა “გოლდენ სტეიტში” ჩატარებული და ყველაზე მეტი – 16 ქულა მოეგროვებინა. ეს ზაზამ 2016-17 წლების სეზონში, 27 თებერვალს, “ფილადელფიასთან” 119:108 მოგებულ შეხვედრაში მოახერხა.
დღეს კი ქართველმა ცენტრმა “მემფისს” 6-დან 6 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩაუგდო, რამაც მისთვის პირადსარეკორდო 17 ქულა შეადგინა.
სასტარტო ხუთეულში მყოფმა ფაჩულიამ ჯამში 24 წუთი ითამაშა, რა დროშიც 17 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი დააგროვა.
ზაზას კარიერის რეკორდი 27 ქულა გახლავთ, რაც მან 2007 წლის 7 მარტს,"ვაშინგტონის" წინააღმდეგ მოაგროვა, როცა “ატლატნა ჰოუქსის” ღირსებას იცავდა.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
პირადსარეკორდო მაგარი სიტყვაა. გილოცავთ ახალი სიტყვების გამოგონებას, ასევე სამსოფლიოჩემპიონატოც კარგია.
14
7
27 ქულა ვაშინგტონს ჩაუგდო და არა მაიამის
3
9
წინასაახალწლოდაც არ გასვენებს პუტინუსკაის ცოდვები?
2
3
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
მკითხველის კომენტარი (3)
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
![](/images/new_photo/rss/palitra_logo.png)
უძრავი ქონება
![უძრავი ქონება](/images/new_photo/rss/116_38.jpg)
![](/images/new_photo/rss/rss_hotsale_logo.png)
სიახლეები
პოპულარული
![](/images/new_photo/rss/palitratv_sp.png)