ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტს" "მილუოკის" დამარცხებაში 8 ქულით დაეხმარა [VIDEO]

AutoSharing Option
13 იანვარს გამთენიისას ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "მილუოკის" ესტუმრა და ანგარიშით 108:94 დაამარცხა.

ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერთო ჯამში 14:21 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 8, 3 მოხსნა და 1 პასი გააკეთა. ფაჩულიამ 5-დან 4 ორქულიანი ჩააგდო.


ყველაზე შედეგიანი შეხვედრაში კევინ დურანტი იყო, რომელმაც 26 ქულა ჩააგდო, ორმაგი დუბლი გაიფორმა დრეიმონდ გრინმა, რომელმაც 21 ქულას, 10 მოხსნა და 7 პასი მიამატა.

კლეი ტომსპონმა, რომელმაც "კლიპერსთან" შეხვედრა გამოტოვოა, 12 ქულა
ჩააგდო.

"მილუოკიდან" ბერძენი იანისი გამოირჩა, რომელმაც თავის გუნდს 23 ქულა მოუტანა.


"გოლდენ სტეიტი" 4 მოგებით უსწრებს დასავლეთ კონფერენციაში უახლოეს მდევარ "ჰიუსტონს". მომდევნო მატჩს კი ზაზა ფაჩულიას გუნდ 14 იანვარს სტუმრად "ტოტორნტოსთან" ჩვენი დროით 04:30 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ფინიქსი-ჰიუსტონი 95:112
დენვერი-მემფისი 87:78
მინესოტა-ნიუ იორკი 118:108
ნიუ ორლეანი-პორტლენდი 119:113
ატლანტა-ბრუკლინი 105:110
შარლოტი-იუტა 99:88
ინდიანა-კლივლენდი 97:95
ვაშინგტონი-ორლანდო 125:119
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული