ზაზა ფაჩულია "ჩიკაგოსთან": ყველაზე მეტი მოხსნა და სტეფ კარიზე მეტი პასი [VIDEO]

AutoSharing Option
18 იანვარს ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" სტუმრად "ჩიკაგო ბულსს" შეხვდა და ანგარიშით 112:119 დაამარცხა.

ზაზა ფაჩულია, წინა მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერთო ჯამში 17:34 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 6 ქულა, 11 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ ფაჩულიას შეხვედრაში ყველაზე მეტი მოხსნა დაუგროვდა. ზაზამ სამჯერ ისროლა კალათისკენ და სამივეჯერ ჩააგდო. ხოლო რაც შეეხება პასებს, ფაჩულიამ შეხვედრაში მეორე მაჩვენებელი დააფიქსირა, დურანტს და ვალენტინს 7-7 პასი ჰქონდათ, ხოლო ქართველმა ცენტრმა სტეფ კარიზე მეტი შედეგიანი გადაცემა
გააკეთა.

  • 18.01.18. ზაზა ფაჩულიას 6 ქულა და საუკეთესო მომენტები "ჩიკაგოსთან" მატჩში

მატჩის საუკეთესო მექულე კი კლეი ტომპსონი გახდა, რომელმაც 38 ქულა მიითვალა. სტეფ კარიმ 30 ქულა ჩააგდო, ხოლო კევინ დურანტის ანგარიშზე 19 ქულაა. "ბულსიდან" ნიკოლა მიროტიჩი 24 ქულით გამოირჩა.

  • 18.01.18. ჩიკაგო - გოლდენ სტეიტი 112:119

37 მოგებით "გოლდენ სტეიტი" არა მარტო დასავლეთ კონფერენციაში, არამედ მთელი NBA-ში პირველია.

ზაზა ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს დასავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსან "ჰიუსტონთან" სტუმრად, ჩვენი დროით 05:30 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

საკრამენტო-იუტა 105:120
მემფისი-ნიუ იორკი 105:99
მილუოკი-მაიამი 101:106
ოკლაჰომა-ლეიკერსი 114:90
ატლანტა-ნიუ ორლეანი 94:93
ბრუკლინი-სან ანტონიო 95:100
ტორონტო-დეტროიტი 96:91
შარლოტი-ვაშინგტონი 133:109
მკითხველის კომენტარები / 4 /
აი მაგხელა სხვაობა როარი კარისა და ზაზას შორის ზუსტად მაგიტომაა გასაკვირი მაგაზე მეტი პასის გაკეთება და ამან განაპირობა ამ სტატიის სათაურიც, კარგ მთქმელს კაი გამგონე უნდაო თუ გაგიგია. და მასე ადვილად ნუ ღიზიანდები თორე დაბერდები მალე.
gio- s
17:02 06-02-2018
0
რა გინდათ, ძმაკაც ტომპსონს აწოდა სამქულიანები :)
დათო
20:40 18-01-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული