თორნიკე შენგელია ესპანეთში მე-17 ტურის საუკეთესოდ აღიარეს! [VIDEO]

AutoSharing Option
თორნიკე შენგელია ესპანეთის უმაღლესი ლიგის მე-17 ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

"ბასკონიას" ქართველმა ლეგიონერმა ეს ტიტული "რეალ ბეტისთან" გამოჩენილი შედეგიანობის გამო დაიმსახურა.


ორმაგად სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელების კონკურენტად შენგელიას გიორგი შერმადინი ჰყავდა. გიორგისაც ზეშედეგიანი მატჩი ჰქონდა მე-17 ტურში.

შერმადინმა "გრან კანარიასთან" 94:87 მოგებულ მატჩში 26 წუთში 23 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველი ცენტრის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 26 ერთეული შეადგინა, თუმცა შენგელია
გაცილებით შედეგიანი იყო.


"რეალ ბეტისთან" 94:70 მოგებულ მატჩში მისი სარგებლიანობის ინდექსი 34-ს გაუტოლდა და ის დღეს ესპანეთის ლიგამ ოფიციალურად ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

  • თორნიკე შენგელიას 22 ქულა "ბეტისთან"

ეს გახლავთ შენგელიას ტურის საუკეთესოდ აღიარების მეორე შემთხვევა ამ სეზონში.

შეგახსენებთ, რომ იგი ერთხელ ევროლიგაზეც გამოარჩიეს. ესპანეთის ლიგის საიტზე თოკოს კომენტარიც გამოქვეყნდა:

"საუკეთესოდ დასახელებაც სასიამოვნოა, მაგრამ, პირველ რიგში, "ბეტისთან" გამარჯვება მახარებს. სწორედ ამ მოგებით მივაღწიეთ ესპანეთის სამეფო თასს. მადლობა ღმერთს, ამ წარმატებაში მეც შევიტანე წვლილი. დიდად დამეხმარნენ ჩემი თანაგუნდელები და მწვრთნელები.

შენგელიამ მომავალზეც ილაპარაკა:

"კარგი მომენტია, გუნდი აღმავლობის გზაზეა, მაგრამ თუ წარმატებული სეზონი გვინდა, კიდევ უკეთეს კონდიციებში უნდა შევხვდეთ ესპანეთის ჩემპიონატის პლეი-ოფსა და სამეფო თასს. მჯერა, რომ შეგვიძლია ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში გასვლაც და ევროლიგის ფინალურ ოთხეულში თამაშიც".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული