AS-ი შერმადინსა და შენგელიაზე: gran duelo georgiano en la Euroliga [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მე-20 ტურში ერთმანეთს "ქართული გუნდები", გიორგი შერმადინის "უნიკახა" და თორნიკე შენგელიას "ბასკონია" შეხვდნენ. ამ თამაშისადმი დიდი იყო ინტერესი და ესპანურმა AS-მა მატჩს ქართველების გრანდიოზული დუელი უწოდა.

თამაში კი მართლაც დაძაბული გამოვიდა და "ბასკონიას" გამარჯვებით დასრულდა 85:83.

შერმადინმა, რომელიც მწვრთნელმა სასტარტო ხუთეულში არ დააყენა, 23:10 წუთში 12 ქულა ჩააგდო (5-დან 4 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 2-ჯერ მოხსნა და ერთხელ დაკარგა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, 2 პერსონალური მიიღო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 17 იყო.

შენგელიამ 25:53 წუთში 13 ქულა
ჩააგდო (5-დან 4 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი, 4-დან 2 საჯარიმო), 3-ჯერ მოხსნა, 3-ჯერ დაკარგა ბურთი, 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, ერთხელ დაუფარა მეტოქეს, 2 პერსონალური მიიღო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 16 იყო. აღსანიშნავია, რომ სწორედ თორნიკეს გადაცემით ჩააგდო იანის ტიმამ გადამწყვეტი ბურთი.

მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი 19 ქულით ნემანია ნედოვიჩი (უნიკახა), ხოლო MVP ჯეისონ გრაგნერი (ბასკონია, 26) იყო.

"ბასკონია" სატურნირო ცხრილში 9 მოგებით მეცხრე ადგილზეა, ხოლო "უნიკახა" 8 მოგებით მეათეზე.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული