10:50 07-02-2018
"ოკლაჰომამ" ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" მისსავე მოედანზე გაანადგურა [VIDEO]
AutoSharing Option
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საბოლოო ჯამში 13:21 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან მხოლოდ 2 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა, 5 პერსონალური ფოლი მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი, 38 ქულა პოლ ჯორჯმა ჩააგდო, 34 ქულა მიითვალა რასელ უესტბრუკმა, ხოლო "უორიორსიდან" 33 ქულით კევინ დურანტი გამოირჩა. სტეფ კარიმ 21 ქულა ჩააგდო, ხოლო კლეი ტომპსონმა 12 ქულა ჩაიწერა აქტივში.
ეს "გოლდენ სტეიტის" ზედიზედ მეორე მარცხია, ხოლო სეზონში - მე-13. ოკლენდელებმა ბოლო 5 შეხვედრაში მე-3 მარცხი იწვნიეს.
თუმცა დასავლეთ კონფერენციაში უახლოეს მდევარს ორი მოგებით უსწრებს და კვლავ პირველ ადგილზეა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ "როკეტსს" ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 9 თებერვალს, შინ "დალასთან", ჩვენი დროით 07:30 საათზე გამართავს.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
ლეიკერსი-ფინიქი 112:93
ფილადელფია-ვაშინგტონი 115:102
ატლანტა-მემფისი 108:82
ბრუკლინი-ჰიუსტონი 113:123
ნიუ იორკი-მილუოკი 89:103
ტორონტო-ბოსტონი 111:91
ორლანდო-კლივლენდი 116:98
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
effe - ისე NBA-ში 100 ცენტრია და ზაზა ყველაზე უარესი ნაღდად არაა, დაახლოებით ისეთია როგორიც ოკლენდს ჭირდება.