ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "ვაშინგტონი" მესამე პერიოდში გატეხა [VIDEO]

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტ უორიორსი" წარმატებულ სვლას აგრძელებს.

პირველ მარტს NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა მორიგი მატჩი კოლუმბიის ოლქში - "ვაშინგტონ უიზარდსთან" 109:101 მოიგო. გარდამტეხი გამოდგა მესამე პერიოდი, რომელიც ოკლენდელებმა 27:14 მოიგეს და 15 ქულით დაწინაურდნენ.

ზედიზედ მეოთხე მატჩში ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და მოედანზე მთლიანობაში 5 წუთით გამოჩნდა. ფაჩულიამ 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და შეხვედრა 2 ქულითა და 1 პასით დაასრულა. სასტარტო ხუთეულში ცენტრის პოზიციაზე მყოფმა ჯავალ მაკგიმ კი 14 წუთი ითამაშა და 2 ქულა, 6 მოხსნა, 2 დაფარება და თითო ჩაჭრა-პასი მიითვალა.

ლიდერები კი უცვლელნი არინ - კევინ დურანტმა - 32, ხოლო სტეფ კარიმ 25 ქულა მოაგროვა. 11 ქულა და 11 პასით დაასრულა მატჩი დრეიმონდ გრინმა.

  • 01.03.18. ვაშინგტონი - გოლდენ სტეიტი 101:109

48 მოგებითა და 14 მარცხით "გოლდენ სტეიტი" ლიგაში მეორე ადგილზე რჩება. პირველი ისევ "ჰიუსტონია". ოკლენდელთა აღმოსავლური ტურნეს მორიგი გაჩერება ატლანტაა, სადაც 3 მარტს ფაჩულია ყოფილ კლუბ ''ატლანტას" ჩვენი დროით 03:30 საათზე დაუპირისპირდება.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

დალასი-ოკლაჰომა (100:100) 110:111
სან ანტონიო-ნიუ ორლეანი 116:121
მემფისი-ფინიქსი 102:110
ვაშინგტონი-გოლდენ სტეიტი 101:109
ატლანტა-ინდიანა 107:102
ბოსტონი-შარლოტი 134:106
დეტროიტი-მილუოკი 110:87
ორლანდო-ტორონტო 104:117
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული