05:13 02-03-2018
თორნიკე შენგელიას 15 ქულა და 15 მოხსნა "ხიმკისთან" მოგებულ მატჩში [VIDEO]
AutoSharing Option
თავისი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო თორნიკემ, რომელმაც 28:12 წუთში 15 ქულა ჩააგდო (12-დან 6 ორქულიანი, 5-დან 3 საჯარიმო), 15-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა და სამჯერ დაკარგა ბურთი, 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, ერთხელ დაუფარა მეტოქეს, არც ერთი პერსონალური არ მიუღია და მარგი ქმედების საუკეთესო კოეფიციენტით (28) მატჩის MVP გახდა.
23 ქულით შეხვედრის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი "ხიმკელი" ალექსეი შვედი გახდა, ხოლო "ბასკონიადან" ყველაზე მეტი ქულა (16) როდრიგო ბობუამ ჩააგდო. 21 ქულა შესძინა თავის გუნდს სტუმართა გუნდელმა ენტონი გილმა, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტი 26 იყო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
საქართველოს ნაკრებს როდის გაახარებს თავისი თამაშით? ან თუ მიცემენ ამის საშუალებას?
2
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული