ევროლიგის 24-ე ტური მნიშვნელოვანი გამოდგა "ბასკონიას" კაპიტან თორნიკე შენგელიასთვის. "ხიმკისთან" სახლში მოგებულ მატჩში (87:77) მან თავი 15 მოხსნას მოუყარა, რითაც ევროლიგაზე მოხსნებში პირადი რეკორდი დაამყარა.
ამას გარდა, შენგელიამ 28:12 წუთში 15 ქულა ჩააგდო (12-დან 6 ორქულიანი, 5-დან 3 საჯარიმო), ერთხელ ჩაჭრა და სამჯერ დაკარგა ბურთი, 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, ერთხელ დაუფარა მეტოქეს, არც ერთი პერსონალური არ მიუღია და მარგი ქმედების საუკეთესო კოეფიციენტით (28) მატჩის MVP გახდა.
"ბასკონია" ევროლიგის მორიგ შეხვედრას 8 მარტს, "ვალენსიაში" გამართავს.
16:36 02-03-2018
თორნიკე შენგელიას მორიგი მიღწევა - 15 მოხსნა და მატჩის MVP-ის ტიტული
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული