"უნიკახა" "ცრვენა ზვეზდასთან" დამარცხდა, გიორგი შერმადინმა კი 2 ქულა ჩააგდო

AutoSharing Option
ევროლიგის 24-ე ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახა" ბელგრადში 76:80 დამარცხდა "ცრვენა ზვეზდასთან" და 10 ქულით სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.

გიორგი მწვრთნელმა ხოან პლაცამ სასტარტო ხუთეულში არ დააყენა, მხოლოდ 9:09 წუთი ათამაშა და მან 2 ქულა შესძინა თავის გუნდს: 1-დან  0 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ორჯერ მოხსნა და ერთხელ დაკარგა ბურთი და 2 პერსონალური მიიღო.

21 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი არმიელი ტეილორ როჩესტი გახდა, ხოლო მალაგელთაგან ყველაზე მეტი ქულა (13) ადამ ვაჩინსკიმ ჩააგდო.

მარგი ქმედების კოეფიციენტით (21) მატჩის MVP როჩესტი
გახდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული