ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" ატლანტა" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
3 მარტს გამთენიისას ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "ატლანტას" ესტუმრა და ანგარიშით 114:109 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი ამჯერადაც სათადარიგო იყო და მოედანზე საერთო ჯამში 2 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. 

"გოლდენ სტეიტიდან" ყველაზე მეტი ქულა 28-28 ქულა სტეფ კარიმ და კევინ დურანტმა ჩააგდო, შეხვედრაში კი ქულების მხიდვით ლიდერი კენტ ბეიზმორი გახდა, რომელმაც 29 ქულა ჩააგდო.


49 მოგებით და 14 მარცხით "უორიორსი" დასავლეთ კონფერენციაში კვლავ მეორე ადგილზე და "ჰიუსტონ როკეტს" ჩამორჩება.

მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 7 მარტს შინ "ბრუკლინთან" ჩვენი დროით 07:30 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

კლიპერსი-ნიუ იორკი 128:105
იუტა-მინესოტა 116:108
ფინიქსი-ოკლაჰომა 116:124
ჩიკაგო-დალასი 108:100
მემფისი-დენვერი 102:108
მილუოკი-ინდიანა 96:103
ვაშინგტონი-ტორონტო 95:102
ორლანდო-დეტროიტი 115:106
ფილადელფია-შრლოტი 110:99

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული