ზაზა ფაჩულია საერთოდ არ ათამაშეს - "გოლდენ სტეიტმა" ქართველის გარეშე მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 მარტს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "ბრუკლინს" უმასპინძლა და ანგარიშით 114:101 დაამარცხა.

სამწუხაროდ, "უორიორსის" მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერიმ ზაზა ფაჩულია არათუ სასტარტოში, არამედ მოედანზეც არ გაიყვანა. ქართველი ცენტრი მხოლოდ განაცხადში ირიცხებოდა.

ცენტრის ადგილი კი სასტარტოში ჯაველ მაკგის ერგო, რომელმაც 15 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.

შეხვედრაში ლიდერი ქულებით სტეფ კარი გახდა, რომელმაც 34 ქულა მიითვალა. კევინ დურანტმა 19 ქულა ჩააგდო, ხოლო კლეი ტომპსონმა - 18.

"გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციაში კვლავ მეორე ადგილზე იმყოფება. ზაზა ფაჩულიას
გუნდი მომდევნო მატჩს 9 მარტს, შინ "სან ანტონიოსთან", ჩვენი დროით 07:30 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

კლიპერსი-ნიუ ორლეანი 116:121
პორტლენდი-ნიუ იორკი 111:87
დალასი-დენვერი 118:107
ოკლაჰომა-ჰიუსტონი 112:122
შარლოტი-ფილადელფია 114:128
ტორონტო-ატლანტა 106:90
ვაშინგტონი-მაიამი 117:113
მკითხველის კომენტარები / 9 /
კი, მაგრამ, ჟურნალისტები რომ ხართ, არ უნდა მოიძიოთ ინფორმაცია, რა არის ზაზას უთამაშებლობის მიზეზი? რაც თქვენ დაწერეთ, ეგ ხომ ინტერნეტიდანაც ვიცით, მაგალითად NBA-ის საიტიდან. რაღაც თქვენი, საინტერესო დაამატეთ, რა!
N
07 მარტი 2018 11:40
2
აქამდე ზაზას ხათრით ვგულშემატკივრობდი ამ გუნდს,მოსაგები კი მოიგო ჩვენიანმა და ეხლა თუ ვეღარ გაჩემპიონდებიან(ძალიან დიდი ალბათობით)გამიხარდება კიდეც.
HARDEN THE BEST
07 მარტი 2018 11:42
7
მე ჯერ არ დავყრიდი ფარ-ხმალს. რაღაც ხდება, რაც ჯერ არ ვიცით. კერმა ხომ თქვა ამას წინათ, ზაზა საკუთარ ინტერესსაც სწირავს გუნდის ინტერესსო. მე ჯერ დაველოდები ინფორმაციას, რომ გავიგო რა ხდება, და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, ვუქომაგო თუ არა. სავარაუდოდ, მაკგის ამბიციებთან დაკავშირებით უნდა ხდებოდეს რაღაც.
N
07 მარტი 2018 13:26
1
ჩემი აზრით ზაზამ ამ საზეონის მერე აუცილბლად უნდა დატოვოს ეს გუნდი.. კაცი ხურდებზე დათანხმდა ათეულობით მილიონზე უარი თქვა რო აქ ეთამაშა და ასე გადაუხადეს მადლობა. სიტივ კერისგან არ ველოდით ..თორე ნბიას მესვეურებისგან რა უზნეო ასოციაცია მაგი გამოჩნდა როცა ზაზამ ოლსტარის შარშანდელი შედეგების გამო წესები რო შეცვალეს.. აეთი დემონკრატიაა ამერიკაში.... დემონ--კრატია ესე იშიფრება როგორც გესმით.
reali
07 მარტი 2018 14:28
2
Steve Kerr -მა (მწვრთნელმა) თქვა ზაზა შემდეგ თამაშებში აუცილებლად დაგვეხმარება და გამოგვადგებაო. დღეს დაწყვილებიდან "match-up" გამომდინარე არ იყო მისი დღეო.
ლევან
07 მარტი 2018 14:32
0
ცუდს გაიგებ და მომენტალურად აქა ხარ, დაუარე სიხარულით შიბლაური?
შიბლატროლუკავ
07 მარტი 2018 14:32
4
თავისიანებსაც დაერია იმ დღეს კარიმ დააბიჯა ფეხზე.
z.
07 მარტი 2018 12:54
2
ყველაფერი კარგად იქნება, ერთი თამაში გამოტოვა სეზონი ხომ არა..
(((((
08 მარტი 2018 10:29
0
კოკოითურ ენაზე ლევან, ქართულად კი ლევანია, ქართულს როდის ისწავლი შიბლაკაცო?
შიბლატროლუკავ
07 მარტი 2018 15:58
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული