ევროლიგის გამოკითხვა: მიეცით ხმა თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინს

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას, რომელსაც ევროლიგის ტურის MVP-ის ტიტული ორჯერ გადასცეს, ხოლო თვის საუკეთესო მოთამაშედ მარტში დაასახელეს, სეზონის რჩეულად არჩევის შანსი აქვს.

▶ უდიდესი აღიარება! - თორნიკე შენგელია ევროლიგის მარტის MVP გახდა [VIDEO]

ევროლიგამ დაიწყო გამოკითხვა, რომლის მიზანიც სეზონის საუკეთესო მოთამაშისა და სიმბოლური ხუთეულების გამოვლენაა.

ევროლიგის ვებ-გვერდზე უკვე დაიწყო გამოკითხვა, რომელშიც ნებისმიერ გულშემატკივარს შეუძლია მონაწილეობის მიღება. დარეგისტრირებული მომხმარებელი ირჩევს საუკეთესო მოთამაშეს და საუკეთესო ხუთულის დანარჩენ 4 წევრს. საიტზე რეგისტრაციის გავლა სოციალური ქსელის მეშვეობით შეგიძლიათ. ამისთვის საჭიროა, ავტორიზაცია Facebook-ით, Twvitter-ით ან Google Plus-ით
გაიაროთ, რის შემდეგაც აირჩევთ 5 თქვენთვის სასურველ კალათბურთელს და შემდეგ ამ ხუთიდან საუკეთესოს.

გულშემატკივართა გამოკითხვის ხვედრითი წილი 25%-ია, ხოლო დანარჩენი 75% მასმედიის წარმომადგენლებს აქვთ, რომელთა სიტყვაც, სავარაუდოდ, გადამწყვეტი იქნება. ევროლიგის ვებგვერდზე გამოკითხვის შედეგები ონლაინრეჟიმში იდება და სასიხარულოა, რომ ამ დროისთვის, 4.85%-ით, თორნიკე შენგელია პირველ ხუთეულში იმყოფება. ესპანური "ბასკონიას" ქართველ მძიმე ფორვარდს მხოლოდ ნიკ კალატესი ("პანათინაიკოსი", 12.33%), ლუკა დონჩიჩი ("რეალი", 8.48%), იან ვესელი ("ფენერბაჰჩე", 7.90%) და ჯეიმს გისტი ("პანათინაიკოსი", 6.71%) უსწრებენ.

გამოკითხვაში წარმოდგენილია გიორგი შერმადინიც, რომლისთვისაც ასევე შესაძლებელია ხმის მიცემა და კარგი იქნება, თუკი შენგელიასთან ერთად ხუთეულში მასაც შევიყვანთ. ხმის მიცემის პროცედურა 4 მაისამდე გაგრძელდება და ხმის მიცემა დღეში ერთხელ იქნება შესაძლებელი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა გაცინებს შიბლაკაცო?
შიბლაუსკასავ
15:23 12-04-2018
0
აბა დაიწყო!!! :)))
Dato
10:22 10-04-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული