11:40 20-04-2018
"გოლდენ სტეიტი" "სან ანტონიოსთან" სერიაში 3:0 დაწინაურდა, ზაზა კვლავ არ თამაშობს [VIDEO]
AutoSharing Option
ამ გამარჯვებით ოკლენდელები 3:0 დაწინაურდნენ და სერიის მოგებამდე ერთი გამარჯვება აკლიათ.
სამწუხაროდ, ქართველ ცენტრს მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა არც ამ მატჩში დაუთმო სათამაშო დრო.
შეხვედრაში ყველაზე მეტი, 26 ქულა კევინ დურანტმა ჩააგდო, კლეი ტომპსონმა კი 19 ქულა მიითვალა, ხოლო "სან ანტონიოში" ყველაზე მეტად ლამარკუს ოლდრიჯი გამოირჩა, რომელმაც 18 ქულა და 10 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.
სერიის მეოთხე მატჩი სან ანტონიოში 22 აპრილს, ჩვენი დროით 23:30 საათზე გაიმართება.
დღის სხვა მატჩები:
ნიუ ორლეანი-პორტლენდი 119:103 (3:0)
მაიამი-ფილადელფია 108:128 (2:1)
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული
შემდეგ გუნდებთან კი ეს სამეული ითამაშებს და საკმაოდ კარგადაც.