ახლა ვისი დროა?! - "ფენერბახჩეს" კალათბურთელებმა შენგელიას სამაგიერო გადაუხადეს

AutoSharing Option
"ფენერბახჩეს" კალათბურთელებმა "ბასკონიას" ქართველ კაპიტან თორნიკე შენგელიას სამაგიერო გადაუხადეს.

საქმე იმაშია, რომ გუნდების მესამე თამაშში, როდესაც ესპანელებმა მოიგეს და დაპირისპირებაში სხვაობა შეამცირეს, შენგელია თურქული გუნდის სათადარიგო სკამისკენ შებრუნდა და საათის ნიშანი აჩვენა, რითაც მიანიშნა, რომ ახლა უკვე მისი გუნდის დრო მოვიდა.

გუშინ კი სტამბოლელებმა ჩვენებურის გუნდი თავისსავე მოედანზე დაამარცხეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

თამაშის დასრულების შემდეგ "ფენერის" სერბმა ლეგიონერმა ნიკოლა კალინიჩმა შენგელიას იგივე ნიშანი უჩვენა.

მან ასევე იან ვესელი და სხვა თანაგუნდელებიც აიყოლია. კალინიჩმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არ შეიძლება
ევროლიგის ჩემპიონს საათის ნიშანი აჩვენო, როდესაც მასთან დაპირისპირებაში 1:2 მარცხდები.

▶ თორნიკე შენგელიას "ბასკონია" ევროლიგიდან გავარდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 16 /
შენგელია კაპიტანი, ლიდერია ბასკონიის რომელიც ევროლიგის 8 გუნდში მოხვდა.რამდენჯერმე ესპანეთში, ტურის საუკეთესო იყო.საშუალოზე დაბალი კაცი ის არის ვინც ამას ამბობს
ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა,გულსა-რუსთაველი
12:55 27-04-2018
4
შენგელია მუდამ საშუალოზე დაბალი დონის კალათბურთელი იქნება, შიგადაშიგ გამონათებებით
joni
11:40 27-04-2018
69
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული