თორნიკე შენგელია საუკეთესოებში! - ქართველი ევროლიგის 2017/18 წლების სეზონის საუკეთესო ხუთეულშია

AutoSharing Option
გულშემატკივრებისა და ფანების გამოკითხვის შედეგად, საქართველოს ნაკრებისა და "ბასკონიას" კალათბურთელი თორნიკე შენგელია ევროლიგის 2017/18 წლების სეზონის საუკეთესო ხუთეულის სიაში მოხვდა.

მასთან ერთად ეს პატივი წილად ლუკა დონჩიჩს, ნიკ კალატესს, ნანდო დეკოლოსა და იან ვესელის ხვდათ.

"თორნიკე შენგელიამ ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და უმთავრესი როლი ითამაშა "ბასკონიას" წარმატებულ სეზონში. ის გუნდის ლიდერი იყო და მატჩში საშუალოდ 13.7 ქულას აგროვებდა, რაც საუკეთესო შედეგია ევროლიგის ცენტრებსა და ფორვარდებს შორის.

ის მატჩში საშუალოდ 6.1 მოხსნას აკეთებდა, რაც მესამე შედეგია ევროლიგაში. მან ასევე კარიერის საუკეთესო შედეგი
დააფიქსირა ორქულიანების სიზუსტის მიხედვით (61.4% ჩააგდო ზუსტად).

ის მატჩში საშუალოდ 25 წუთსა და 29 წამს თამაშობდა, რაც მისთვის კარიერის საუკეთესო შედეგია", - წერია ევროლიგის ოფიციალურ საიტზე.

შენგელიას "ბასკონია" ამ სეზონში ევროლიგის საუკეთესო 8 გუნდში მოხვდა, თუმცა "ფენერბახჩესთან" 4-მატჩიან სერიაში 3:1 დამარცხდა.

▶ ახლა ვისი დროა?! - "ფენერბახჩეს" კალათბურთელებმა შენგელიას სამაგიერო გადაუხადეს
მკითხველის კომენტარები / 11 /
თორნიკეს მიულოცეთ წარმატება და ზაზას თუ კარგს არაფერს ეტყვით ნუ გალანძღავთ,ნუ ჩაქოლავთ,მან თავის გასაკეთებელი გააკეთა,რას ერჩით ვერ გავიგე, სამშობლო უყვარს,ვისაც გაწვდა ყველას დაეხმარა,საკალათბურთო აკადემია ჩამოაყალიბა და მომავალ თაობას კალათბურთი შეაყვარა,საქართველო უცხოელებს დადებითი კუთხით დაანახა,ადამიანებო გიყვარდეთ ერთმანეთი,შური ნუ დაგაბრმავებთ.
ზასტაველი
11 მაისი 2018 10:55
0
-რა შური, რიი შური, უბრალოდ კერპად ნუ გაიხდით ერთ საშუალოზე დაბალი დონის კალათბურთელს ნბა-ს მასშტაბით.
ფანი ზ.
11 მაისი 2018 15:44
0
კალატესის მაგივრად შვედს დავაყენებდი და გამოვიდოდა ევროპის ნაკრები. თოკო მართლაც ღირესეული წევრია ამ ნაკრების. ძალიან მშრომელი, კალათბურთზე და თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია. მინდა რომ საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ქართველი კალათბურთელის სახელი დატოვოს.
სტუმარი
11 მაისი 2018 09:40
1
ზაზამ რაც გაკეთა და მიაღწია ნბას ჩემპიონობას იმას ევროპაში სულ რამოდენიმე ადამინმა შეძლო.. და დღეს ყველაზე წარმატებული სპორსმენი და ადამინია .. თოკოსთვისაც სულ მალე მოგველოცოს ჯერ ნბა და მერე იქ ჩემპიონობა და დარწმუნებული ვარ რო ზაზას მერე ნბას ჩემპიონობას თოკო შეძლებს და უფრო დიდ წვლილსაც შეიტანს...
reali
11 მაისი 2018 07:32
0
დირკ ნოვიცკი არის დიდი ევროპელი ნბა-ში. ერთი გუნდის ერთგული და ლეგენდა. ზაზა კი..?
shen geli
11 მაისი 2018 09:35
2
მართლცა დიდებული ხუთეულია, გილოცავთ თოკო!
emigranti
11 მაისი 2018 01:59
0
საღოლ თოკო ძაან მაგარია. ეს კაცი იმსახურებს ყოველივე საუკეთესოს! წარმატებები!
georgian
10 მაისი 2018 17:05
1
საინტერესოა, რა შედეგით დაამთავრებდა შეხვედრას ეს ხუთეული NBA-ს საუკეთესო ხუთეულთან, თუნდაც 10-15 წუთის განმავლობაში.

თოკოს ვულოცავ და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებ სამშობლოს გასახარებლად!
N
10 მაისი 2018 16:57
1
ჯერ სად ხართ? ნბას ხუთეულს რომ დაასახელებენ და ცენტრის პოზიციაზე ფაჩულიას გაამწესებენ,მერე ნახეთ ზ-პალასის სექტის ჟრიამული ))))
vaxo
10 მაისი 2018 16:50
4
-არ მჩვევია ნიშნის მოგებით საუბარი, მაგრამ გეთანხმები. ევროპაზე ზაზას შემოქმედება არ იყო მთლად მისაღები.
ozeki.
10 მაისი 2018 20:24
4
დამოუკიდებელი საქართველოს საუკეთესო კალათბურთელი და მაგარი კაცი.
irakli81
10 მაისი 2018 15:17
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული