ზაზა ფაჩულია 6 ქულით დაბრუნდა! - "უორიორსმა" "კლივლენდს" მეორეც მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 ივნისს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს ფინალური სერიის მეორე შეხვედრაში "კლივლენდ კავალიერსს" უმასპინძლა და ანგარიშით 122:103 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით "უორიორსი" სერიაში 2:0 დაწინაურდა.

როგორც იქნა, პარკეტზე ვიხილეთ ზაზა ფაჩულია, რომელმაც 3:27 წუთში 6 ქულა მოუტანა თავის გუნდს. გარდა ამისა, მან 2 მოხსნა და 1 ბლოკი მოაგროვა. ზაზამ 2-დან ერთი ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

სასტარტო ხუთეულში კი ჯავალ მაკგი იყო, რომელმაც 17:47 წუთში 12 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 33 ქულა კი სტეფ კარის ანგარიშზეა,
რომელმაც ასევე 8 პასი და 7 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.

ლებრონ ჯეიმსს სამმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. ლებრონმა 29 ქულა, 13 პასი და 9 მოხსნა მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ კევინ ლავმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 22 ქულა და 10 მოხსნა.

კევინ დურანტმა 26 ქულა ჩააგდო, ხოლო კლეი ტომპსონმა - 20.

მომდევნო მატჩი 7 ივნისს, კლივლენდში, ჩვენი დროით 05:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
3 წუთში 6 ქულა?
წარმოგიდგენიათ,ლებრონივით 43 წუთი რომ ეთამაშა 86 ქულას დააგროვებდა.
ოოჰ ზაზა,როგორ უსამართლოდ იჩაგრები.
vaxo
16:04 04-06-2018
2
ისე ალალად ვთქვათ რა უნდა ამ სუპერვარსკვლავებში.. პროსტა ჩვენიანი როა ხმას არ ვიღებთ, აბა სხვა ქვეყნიდან იყოს გავასწორებდით მიწასთან
johny
00:10 05-06-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული