როგორც იცით, ქართველი "პისტონსს" "გოლდენ სტეიტიდან" შეუერთდა, ესპანელის ბოლო კლუბი კი "კლივლენდ კავალიერსი" გახლდათ.
"რთულია იმაზე საუბარი, მოხვდებიან თუ არა ზაზა ფაჩულია და ხოსე კალდერონი დუან კეისის ყოველდღიურ როტაციაში, მაგრამ მოდით, მათი შანსები 50-50-ზე შევაფასოთ.
"დეტროიტის" მრჩეველი და ყოფილი კალათბურთელი ედ სტეფანსკი ამბობს:
"მათ NBA-ში თამაში კიდევ შეუძლიათ. ორივე კალათბურთელმა ერთმანეთს ხელი უნდა შეუწყოს. ერთ საღამოსაც, თუ მათ თამაში არ მოუწევთ, ისინი გასახდელში
ეს კალათბურთელები მუდამ მზად უნდა იყვნენ პარკეტზე გასასვლელად და ხელი უნდა შეუწყონ სხვა მოთამაშეებს განვითარებაში".
რა პოზიციაზე იქნებიან კალდერონი და ფაჩულია ახალ გუნდში? თუ რეჯი ჯექსონი და იან სმიტი ჯანმრთელად იქნებიან, სავარაუდოდ, პარკეტზე 48 წუთს სწორედ ისინი გაატარებენ.
ესპანელი სამიანებს ძალიან კარგად ისვრის. ამიტომ შესაძლოა, კეისიმ ის ჯექსონს ან სმიტს შეუწყვილოს, მაგრამ კალდერონი უფრო მეტ დროს სათადარიგოთა შორის გაატარებს.
ზაზა ფაჩულია გუნდის მეორე ცენტრი იქნება, რადგან "დეტროიტს" ანდრე დრამონდი ჰყავს. რა დრო მიეცემა ზაზას პარკეტზე?
გუნდის მწვრთნელი მას, ალბათ, სიტუაციის მიხედვით ათამაშებს, თუ როგორ წავა თამაში და არა მაგალითად, როტაციის დროს.
სტეფანსკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისეთი მაღალი დონის თავისუფალი აგენტების მოძებნა, როგორებიც კალდერონი და ფაჩულია არიან.
"ძალიან ამაღელვებელი მომენტია, რომ ამ ორ კალათბურთელს ჩვენს რიგებში ვხედავთ. ორივე მათგანი NBA-ს გამარჯვებულია.
ორივეს გამარჯვების მენტალიტეტი აქვს. ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში მათ მხოლოდ კარგი და პროფესიონალი მოთამაშის სახელი აქვთ", - ამბობს სტეფანსკი.
ხოსე კალდერონმა, რომელიც მალე 37 წლის გახდება, გასულ სეზონში "კლივლენდის" ფორმა 32 მატჩში მოირგო. ის სამიანებს ძალიან კარგად ისროდა და მაჩვენებელი 46%-ზე ჰქონდა.
რაც შეეხება ფაჩულიას, ის 34 წლისაა და 15 წელია NBA-ში თამაშობს. ბოლო ორი სეზონის განმავლობაში მან ძირითადში 127 მატჩი დაიწყო.
კალდერონი ძალიან ძლიერი ესპანეთის ნაკრების წევრი იყო, ფაჩულია კი საქართველოს ნაკრებში ირჯებოდა. ორივე კალათბურთელს მაღალი IQ აქვს.
ზაზა NBA-ს ერთ-ერთი უძლიერესი მოთამაშეა. ის გუნდელებს ხშირად ეხმარება, განსაკუთრებით კარგი კი pick-and-roll-ების დროსაა.
ედ სტეფანსკი ამბობს, რომ "დეტროიტი" ახალგაზრდული გუნდია და მათი ერთ მუშტად შეკვრაა საჭირო, რის გამოც ფაჩულიას და კალდერონის ტრანსფერი განახორციელეს", - ნათქვამია სტატიაში.
სიტყვებით ვერ აღვწერ, თუ როგორი მადლობელი ვარ - ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტს" დაემშვიდობა