გიორგი შერმადინმა "ბურგოსს" 10 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
ახალი სეზონისთვის სამზადის განაგრძობს "უნიკახა", რომელიც მეორე მატჩში "ბურგოსთან" 86:93 დამარცხდა და ამ შეხვედრაში ქართველმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა 10 ქულა ჩააგდო.

შერმადინი სასტარტო შემადგენლობაში იყო, 15:03 წუთში ორჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა ბურთი და ერთი პერსონალური მიიღო.

მისი გუნდიდან 17 ქულით ყველაზე შედეგიანი მატიას ლესორტი იყო, 13 ქულა კი ადამ ვაჩინსკის ანგარიშზეა.

ლიგა ენდესას პირველ ტურში "უნიკახა" 28 სექტემბერს "ვალენსიას" ხვდება, იქამდე კი რამდენიმე მატჩს ჩაატარებს.

altგიორგი შერმადინი: ბედნიერი ვარ, რომ სექტემბერში ისევ ვითამაშებთ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული