Yardbarker: ზაზა ფაჩულიამ, შესაძლოა, სეზონის შემდეგ კარიერა დაასრულოს

AutoSharing Option
ამერიკული სპორტული გამოცემა Yardbarker-ი NBA-ს 25 მოთამაშეს ასახელებს, რომლებიც, მათი აზრით, სეზონის შემდეგ კარიერას დაასრულებენ.

წყაროს ცნობით, ერთ-ერთი ვეტერანი ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია იქნება.

"არ აქვს მნიშვნელობა, ზაზა ფაჩულიას ბინძურად მოთამაშე კალათბურთელად თვლით თუ არა, მისი ბიოგრაფიიდან ორ საჩემპიონო ბეჭედს მაინც ვერ ამოშლით; ვერც იმას უარყოფთ, რომ მას კონტრაქტი "დეტროიტმა" გაუფორმა. 34 წლის ვეტერანი, რომელმაც NBA-ში 15 სეზონი გაატარა, მის ახალ კლუბთან ერთად ჩემპიონი ვერ გახდება და მისი კონტრაქტიც მხოლოდ ერთწლიანია. მას კი შემდეგი სეზონისთვის დასამტკიცებელი აღარაფერი აქვს" - წერია
სტატიაში.

შეგახსენებთ, ქართველმა კალათბურთელმა "გოლდენ სტეიტი" რამდენიმე თვის წინ დატოვა, სადაც გატარებულ ორივე სეზონში ჩემპიონი გახდა და ივლისში "დეტროიტს" შეუერთდა.

altზაზა ფაჩულია: ვერც ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ამ სტატუსს დავწერდი

altHoopshabit.com: ზაზა ფაჩულიას 3 მიზანი მომდევნო სეზონისთვის

altpistons.com: ფაჩულია დრამონდის დუბლიორი იქნება და გუნდს პლეი-ოფში გასვლაში დაეხმარება

მომზადებულია Yardbarker.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული