ევროლიგის პირველ ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" კაუნასში "ჟალგირისი" 87:79 დაამარცხა.
თორნიკემ 27:54 წუთში 12 ქულა ჩააგდო (3-დან 1 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო), 6-ჯერ მოხსნა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 18 იყო.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მეტ ჯენინგი 25:28 წუთში თავის გუნდს 11 ქულით, 2 მოხსნით და 1 პასით შეეწია.
"ბასკონიადან" ყველაზე მეტი - 15 ქულა ჯეისონ გრეინჯერმა ჩააგდო, ხოლო მატჩის ყველაზე შედეგიანი და საუკეთესო მოთამაშე კაუნასელი ნეიტ უოლტერსი გახლდათ - 19 ქულა და
(27 მ.ქ.კ).
17 ოქტომბერს "ბასკონია" "ოლიმპიაკოსს" უმასპინძლებს.