ბურჯანაძე დაბრუნდა, სანაძემ 5 ქულა ჩააგდო და "გიპუსკოამ" პირველად გაიმარჯვა

AutoSharing Option
ლიგა ენდესას მე-6 ტურში ქართველების "გიპუსკოამ" საკუთარ მოედანზე "გრან კანარია" 74:63 დაამარცხა.

ეს მიმდინარე სეზონში ამ გუნდის პირველი მოგებაა.

სანაძემ 14:37 წუთში 5 ქულა ჩააგდო (2-დან 1 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი), ერთხელ მოხსნა ბურთი და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ტრავმის მორჩენის შემდეგ ბექა ბურჯანაძემ 3:54 წუთი ითამაშა, ერთხელ მოხსნა და ორჯერ ააცილა საჯარიმოდან ბურთი.

"გიპუსკოა" შემდეგ ტურში, 3 ნოემბერს გასვლაზე "ობრადოიროს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული