სამხრეთ იუტას უნივერსიტეტის გუნდში დავით აფხაზავას დებიუტი შედგა

AutoSharing Option
დავით აფხაზავას დებიუტი ამერიკის სტუდენტურ კალათბურთში შედგა. 20 წლის ბათუმელი კალათბურთელი, რომელმაც საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში და არაერთ ქართულ კლუბში ითამაშა, ამერიკის სტუდენტური ლიგის გუნდ "სამხრეთ იუტა თანდერბერდსში" გადავიდა.

აფხაზავამ სამხრეთ იუტას უნივერსიტეტისგან სრული დაფინანსება მიიღო და ამ სასწავლებლის საკალათბურთო გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვდა.

"თანდერბერდსი" ამერიკის სტუდენტური ლიგის პირველ დივიზიონში (NCAA I), "ბიგ სქაის" კონფერენციაში გამოდის. აღნიშნულ კონფერენციაში სამხრეთ იუტას უნივერსიტეტის გუნდთან ერთად კიდევ 10 გუნდია.

აფხაზავას გუნდისთვის სეზონი ოფიციალურად 7 ნოემბერს იხსნება, როცა "თანდერბერდსი" შინაურ ქალაქ კერად სიტიში "ვესთ
ქოუსთ ბაპტისტ კოლეჯს" მიიღებს. ეს და მომდევნო 8 მატჩი ოფიციალური, თუმცა არასაკონფერენციოა, ხოლო "ბიგ სქაის" მატჩები და შესაბამისად, ჩემპიონატი 29 დეკემბერს დაიწყება.

"თანდერბერდსმა" 30 ოქტომბერს მოსამზადებელი მატჩი გამართა, რომელშიც "ლაიფ პასიფიკი" 96:53 დაამარცხა. აფხაზავა სათადარიგო იყო და მოედანზე 16 წუთი გაატარა. ქართველმა გამთამაშებელმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 3 სამიანი კი ააცილა. დათოს ანგარიშზე 2 ქულა, 4 პასი და თითო მოხსნა, ჩაჭრა და დაფარება დაგროვდა.

დავით აფხაზავა ამერიკის სტუდენტურ ლიგაში პირველ ოფიციალურ მატჩს 7 ნოემბერს ჩაატარებს, როცა მისი "თანდერბერდსი" "ვესტ ქოუსთ ბაპტისთ კოლეჯს" უმასპინძლებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული