"ბასკონია" "ანადოლუსთან" დამარცხდა - შენგელიამ მხოლოდ 6 ქულა ჩააგდო

AutoSharing Option
ევროლიგის მე-10 ტურში თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის "ბასკონია" თურქეთში 85:96 დამარცხდა "ანადოლუ ეფესთან".

შენგელიას საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ჩაუტარებია: 19:00 წუთში ოდენ 6 ქულით შეეწია თავის გუნდს (2-დან 0 ორქულიანი, 2-დან 2 სამქულიანი), 2-ჯერ მოხსნა, 3-ჯერ დაკარგა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 5 პერსონალური მიიღო.

რაც შეეეხება ჯენინგს - 32:11 წუთში 20 ქულა ჩააგდო (2-დან 1 ორქულიანი, 9-დან 5 სამქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო), ერთხელ მოხსნა, 3-ჯერ ჩაჭრა, 3-ჯერ დაკარგა ბურთი და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ის მატჩის ყველაზე შედეგიანი
მოთამაშე იყო.

"ბასკონია" 3 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა და 7 დეკემბერს ცსკა-ს უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული