ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 17:31 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში 8 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ზაზამ 3-დან 2 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
შეხვედრაში ყველაზე მეტი, 31 ქულა ბლეი გრიფინმა ჩააგდო, ანდრე დრამონდმა კი მხოლოდ 10 ქულას მოუყარა თავი.
"მილუოკის" ლიდერმა იანის ანტეტოკოუმპომ 15 ქულა მოაგროვა.
13 მოგებითა და 9 მარცხით "დეტროიტი" აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ
მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 8 დეკემბერს, ჩვენი დროით 04:00 საათზე შინ "ფილადელფიასთან" გამართავს.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
ლეიკერსი-სან ანტონიო 121:113
მემფისი-კლიპერსი 96:86
მინესოტა-შარლოტი 121:104
ნიუ ორლეანი-დალასი 132:106
ტორონტო-ფილადელფია 113:102
ატლანტა-ვაშინგტონი 117:131
ბრუკლინი-ოკლაჰომა 112:114
კლივლენდი-გოლდენ სტეიტი 105:129
ორლანდო-დენვერი 118:124 (112 : 112)