ბურჯანაძე კვლავ საუკეთესო იყო, "გიპუსკოა" კვლავ დამარცხდა

AutoSharing Option
უხეიროდ ასპარეზობს ლიგა ენდესაზე "გიპუსკოა", ამჯერად სახლში "მურსიასთან" 67:81 დამარცხდა, თუმცა მისი ქართველი ლეგიონერი ბექა ბურჯანაძე ისევ საუკეთესო იყო.

მან 33:14 წუთში 19 ქულა ჩააგდო (5-დან 3 ორქულიანი, 6-დან 4 სამქულიანი, 4-დან 1 საჯარიმო), 5-ჯერ მოხსნა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და სარგებლიანობის 25-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა.

მასზე მეტი ამ შეხვედრაში მხოლოდ მურსიელმა ოვიე სოკომ ჩააგდო (23), რომლის სარგებლიანობის კოეფიციენტი 24 იყო.

"გიპუსკოას" ოდენ 2 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში უკანასკნელ, მე-18 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული