გიორგი შერმადინმა "ბარსელონასთან" მატჩში გადამწყვეტი ბურთი ჩატენა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 დეკემბერს, ლიგა ენდესას მე-12 ტურში ლიდერ "ბარსელონასთან" "უნიკახას" ცენტრს გიორგი შერმადინს საუკეთესო მატჩი არ ჩაუტარებია, მაგრამ გადამწყვეტი ბურთი ჩააგდო.

შერმადინმა მალაგაში ჩატარებულ შეხვედრაში ბოლო ბურთი ეფექტურად ჩატენა და "უნიკახამ" 78:73 გაიმარჯვა.

მან 17:39 წუთში 4 ქულა ჩააგდო (3-დან 2 ორქულიანი, 1-დან 0 საჯარიმო), 4-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა და 2-ჯერ დაკარგა ბურთი.

"უნიკახა" "ბასკონიასთან" და "რეალთან" ერთად მეორე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს და 23 დეკემბერს "ბასკონიას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული