ბასკონია ბარსელონასთან დამარცხდა - ჯენინგმა 19 ქულა ჩააგდო, შენგელიამ 8 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 დეკემბერს, ევროლიგის მე-14 ტურში "ბასკონია" საკუთარ მოედანზე "ბარსელონასთან" 70:77 დამარცხდა.

არადა, ბასკური გუნდი მესამე მეოთხედის ბოლოს 9 ქულით წინ იყო.

19 ქულით ყველაზე შედეგიანი (2-დან 0 ორქულიანი, 8-დან 5 სამქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო) და მარგი ქმედების 19-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მეტ ჯენინგი იყო.

თორნიკე შენგელიამ 33:52 წუთში 8 ქულა შესძინა თავის გუნდს (6-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 3-ჯერ მოხსნა ბურთი და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

"ბასკონია" 6 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა და
27 დეკემბერს მოსკოვში "ხიმკის" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული