თორნიკე შენგელიამ "რეალთან" მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 დეკემბერს, ლიგა ენდესას მე-14 ტურში "რეალთან" საკუთარ მოედანზე წაგებული მატჩისას (74:91) "ბასკონიას" კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ტრავმა მიიღო.

შენგელია მესამე პერიოდში სწრაფი კონტრშეტევისას ფაკუნდო კამპასოსთან შეჯახების შემდეგ წაიქცა, მუხლის ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.

შენგელიამ 15:21 წუთში 10 ქულა ჩააგდო (2-დან 1 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 8-დან 8 საჯარიმო), 5-ჯერ მოხსნა ბურთი და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 18 იყო.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა 25:07 წუთში 7 ქულა შესძინა თავის გუნდს (3-დან 2 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი, 1-დან 0 საჯარიმო),
5-ჯერ მოხსნა ბურთი და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ამ თამაშს ვიტორიაში 15 544 მაყურებელი დაესწრო და ეს ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდია.

"ბასკონია" 10 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული