გოგა ბითაძე მილანურ მატჩშიც საუკეთესო იყო

AutoSharing Option
3 იანვარს, ევროლიგის მე-16 ტურში გასვლაზე "მილანთან" წაგებულ შეხვედრაში (94:111) საუცხოოდ იასპარეზა "ბუდუჩნოსტის" ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ.

მან 26:50 წუთში 23 ქულა ჩააგდო (12-დან 8 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო), 8-ჯერ მოხსნა ბურთი, 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, 2-ჯერ დაუფარა მეტოქეს, მასზე თამაშის წესი 8-ჯერ დაარღვიეს და სარგებლიანობის 31-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა.

გოგა უფრო მეტადაც დაეხმარებოდა თავის გუნდს, მაგრამ მესამე მეოთხედის შუაში მეოთხე პერსონალური მიიღო (იმ მომენტისთვის უკვე 22 ქულა იყო მის ანგარიშზე) და მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამზე დასვა.

მიუხედავად
მისი კარგი ასპარეზობისა, თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და მონტენეგროული გუნდი დამარცხდა.

საერთოდ კი თამაში თვალსასეირო და შედეგიანი გახლდათ.

"ბუდუჩნოსტი" 3 მოგებით კვლავ ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
გოგა მართლა მაგარია მაგრამ საქართველოს ნაკრების ევროპაში გალიდერება ზღაპარი მგონია ისე ვინც ჩვენ ნაკრებს ევროპის მოგებას უქადნის უახლოეს პერიოდში მინდა ვკითხო რის ხარჯძზე ან ვის ხარჯზე როცა ჩვენზე ბევრად ძლიერი გუნდებია ევროპაში.და თაობაც ბევრად უკეთესი.ასაკობრივ ნაკრებებში სრული კატასტროფაა.და რისი იმედი გვაქ ბ დივიზიონს ვერ თამაშობენ და ბურთის ტარებაც კი უჭირთ ისეთ დღეში არიან.
zaza
17:51 04-01-2019
1
ნიკოლოზ დერიუგინი არ არის ჩვენი მიზანი. სკამს ხეხავდა მერე რომ გახდა ჩემპიონი.
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული