15 იანვარს, ევროთასის ტოპ 16-ის მესამე ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახამ" მალაგაში" 79:72 დაამარცხა "ლიმოჟი".
შერმადინმა 17:24 წუთში 13 ქულა (6-დან 5 ორქულიანი, 3-დან 3 სამქულიანი), 5 მოხსნა, 1 პასი მიითვალა და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 17 იყო.
გიორგიზე მეტი ქულა მხოლოდ მისმა თანაგუნდელმა ადამ ვაზნიცკიმ ჩააგდო (16), რომელიც 18-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა.
"უნიკახა" 2 მოგებით პირველ ადგილზეა, მაგრამ თუ ამავე ტურში "ვალენსიამ" "ცრვენა ზვეზდას" სძლია, გალიდერდება.
"შემდეგ ტურში, 19 იანვარს "უნიკახა" სტუმრად "ლიმოჟს" ხვდება.