27 იანვარს, ლიგა ენდესას მე-18 ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახა" სტუმრად 83:94 დამარცხდა "ბარსელონასთან".
შერმადინმა 24:14 წუთში 8 ქულა (4-დან 3 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო) მიითვალა.
გიორგიმ 2-ჯერ დაკარგა ბურთი, 2 პერსონალური მიიღო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 15 იყო.
"უნიკახაში" 17 ქულით და 19-იანი სარგებლიანობის კოეფიციენტით საუკეთესო რაიან ბოარტაიტი იყო.
"უნიკახა" 11 მოგებით მე-6 ადგილზეა 3 თებერვალს "რეალს" უმასპინძლებს.