"ბარსელონასთან" წაგებულ მატჩში გიორგი შერმადინმა 8 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა

AutoSharing Option
27 იანვარს, ლიგა ენდესას მე-18 ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახა" სტუმრად 83:94 დამარცხდა "ბარსელონასთან".

შერმადინმა 24:14 წუთში 8 ქულა (4-დან 3 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო) მიითვალა.

გიორგიმ 2-ჯერ დაკარგა ბურთი, 2 პერსონალური მიიღო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 15 იყო.

"უნიკახაში" 17 ქულით და 19-იანი სარგებლიანობის კოეფიციენტით საუკეთესო რაიან ბოარტაიტი იყო.

"უნიკახა" 11 მოგებით მე-6 ადგილზეა 3 თებერვალს "რეალს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული