30 იანვარს, ევროთასის ტოპ 16-ის მეხუთე ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახა" საკუთარ მოედანზე 69:72 დამარცხდა "ვალენსიასთან".
შერმადინმა 24:15 წუთში 10 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 6 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა.
გიორგიმ ბურთი 2-ჯერ დაკარგა, მასზე 5-ჯერ დაჯარიმდნენ და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 17 იყო.
"უნიკახა" 3 მოგებით მეორე ადგილზეა და 5 თებერვალს "ცრვენა ზცეზდას" ხვდება, თუმცა პლეი-ოფში უკვე გავიდა, სადაც ბერლინის "ალბას" დაუპირისპირდება.