პოლონეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში "კორონას" ნახევარმცველმა ვატო არველაძემ "პოგონს" გოლი გაუტანა, შეხვედრა 1:1 დასრულდა, ნამატჩევს კი ის მწვრთნელმა ჯინო ლიტიერიმ შეაქო.
"პირველ ტაიმში მომენტები ვერ გამოვიყენეთ. ბოლოს ვატომ გოლი გაიტანა. გამარჯვებაც შეგვეძლო. გოლის გატანის გარდა მან ორი სახიფათო მომენტი შექმნა.
უკეთესადაც შეუძლია ასპარეზობა, ამისათვის კი ბურთით ცოტა უფრო სწრაფად თამაში მართებს. თუ ამას გააკეთებს, გუნდისთვის ძალიან სასარგებლო იქნება. ნუ დაგვავიწყდება, რომ ის ჯერ მხოლოდ 20 წლისაა", - ციტირებს ლეტიერის "პილკა ნოზნა".