Bleacherreport-ი გოგა ბითაძეს NBA-ს დრაფტზე უკვე მე-11 ნომრად მოიაზრებს

AutoSharing Option
Bleacherreport-მა NBA-ს 2019 წლის წინასადრაფტო ცხრილი განაახლა და გოგა ბითაძემ სერიოზული წინსვლა განიცადა. ამ საიტის წინა რეიტინგში გოგა ოცდამეშვიდე ადგილზე იყო, ახლა კი უკვე მეთერთმეტეა.

აი, როგორ ახასიათებს ბითაძეს Bleacherreport-ი:

"სეზონისას პროგრესირება და კოლეჯებში პერსპექტიული ახალგაზრდების აშკარა დეფიციტი ბითაძეს ხელს უწყობს დრაფტზე წინსვლაში. 19 წლის ცენტრი ადრიატიკის ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ და ევროლიგაში 8 მატჩშიც გამოიჩინა თავი: საშუალოდ 13.1 ქულას, 6.6 მოხსნასა და 2.9 დაფარებას აგროვებდა.

მიუხედავად იმისა, რომ არაა შემოქმედებითი ბომბარდირი და ათლეტურობითაც არ გამოირჩევა, ეფექტურია ფარზე, შესანიშნავად იყენებს
გრძელ ხელებს და მობილურია.

სროლის სიზუსტეშიც პროგრესირებს (39-დან 15 სამქულიანი ჩააგდო) და ეს მისადმი ინტერესს აძლიერებს. ის ძლიერი მცველი შეიძლება ვერ გახდეს, მაგრამ ეს დიდი ნაკლი არაა, ვინაიდან 20 წლის ასაკში საკმაო პერსპექტივა აქვს. უარეს შემთხვევაში ის მაღლებში საუკეთესო დუბლიორი იქნება".

NBA-ს დრაფტი 20 ივნისს ბრუკლინში ჩატარდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგით რა, გორტატს და მაგისთანებს აღარ სჯობია? 4-5 თუ იქნება მთელს ნბა-ში მასზე უკეთესი ცენტრი, გობერი, ოლდრიჯი, დემარკუსი, იოკიჩი, გასოლი, შეიძლება ვინმე გამომრჩა, ამათაც სუუულ მალე გადაუჯოკრავს, დუბლიორი არა კიტრი?!
0

სიახლეები პოპულარული