გოგა ბითაძემ ამჯერად უკეთ ითამაშა - "ზადარს" 15 ქულა ჩაუგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ადრიატიკის ლიგის მე-20 ტურის დასკვნით მატჩში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტმა" საკუთარ მოედანზე "ზადარი" 75:69 დაამარცხა.

ამ მატჩში ორივე გუნდმა უამრავი შეცდომა დაუშვა, თითქმის მთელი შეხვედრა ქულა-ქულაში მიდიოდა და მასპინძლებმა მხოლოდ ბოლოსკენ მოახერხეს სტუმართა გატეხვა.

ბითაძემ 24:32 წუთში 15 ქულა (5-დან 4 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 10-დან 7 საჯარიმო), 3 მოხსნა, 1 დაფარება და 1 პასი მიითვალა.

გოგამ 3-ჯერ დაკარგა ბურთი და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 15 იყო.

შეგახსენებთ, ტრავმის შემდეგ მან პირველად 1 მარტს ევროლიგაზე "ბაიერნთან" ითამაშა და მხოლოდ 2 ქულით შეეწია
პოდგორიცულ გუნდს, ამჯერად უკეთ გაისარჯა, თუმცა თავისი საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ჩაუტარებია.

"ბუდუჩნოსტი" 14 მოგებით მე-3 ადგილზეა და 11 მარტს ბითაძის ყოფილ გუნდს "მეგა ბემაქსს" სტუმრად შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
უბრუნდება თავის ფორმას რაც კარგია
irakli
09:16 05-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული