11 მარტს, ადრიატიკის ლიგის 21-ე ტურში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტმა" სტუმრად 77:70 დაამარცხა "მეგა ბემაქსი".
ბითაძემ მუხლის ტრავმის გამო წინა თამაში გამოტოვა, ახლა კი დაბრუნდა და თავის ყოფილ გუნდთან შეხვედრაში საუკეთესო იყო. გოგამ 27:10 წუთში 22 ქულა (12-დან 8 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 8 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა.
ის პარკეტზე ყველაზე შედეგიანი იყო და სარგებლიანობის 31-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა.
"ბუდუჩნოსტი" 15 მოგებით მე-3 ადგილზეა და 17 მარტს "ციბონას" უმასპინძლებს.