30 მარტს "რეალთან" მატჩში ტრავმირებული "ბასკონიას" კაპიტანი თორნიკე შენგელია დაბრუნდა.
31 მარტს შენგელია ლიგა ენდესას 25-ე ტურში "ბასკონიას" საკუთარ მოედანზე "ესტუდიანტესის" განადგურებაში (104:67) დაეხმარა.
შენგელია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, 17:23 წუთში 11 ქულა (10-დან 5 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.
"ბასკონია" 18 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა და 7 აპრილს სტუმრად "მურსიას" შეხვდება.
ათმაგად სასიხარულო ფაქტია, თოკოს დაბრუნება!!!
უჰ გენაცვალე, თან რა "გადაატენა" ბოლოს...