რასელ უესტბრუკი ფაჩულიას ისე ეუხეშა, რომ ზაზა ცოტა ხანი პარკეტიდან ვერ წამოდგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"დეტროიტ პისტონსისა" და "ოკლაჰომა თანდერის" შეხვედრაში რასელ უესტბრუკი ზაზა ფაჩულიას უხეშად ეთამაშა.

ერთ-ერთ ეპიზოდში, როცა ზაზამ ბურთი მიიღო და კალათში მის გადაგზავნას აპირებდა, რასელმა მას თითქოსდა დაფარების მიზნით ხელი სახეში ჩაარტყა და თან ისე ძლიერად, რომ ფაჩულია რამდენიმე წამი პარკეტიდან წამოდგომას ვერ ახერხებდა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ამ ორ კალათბურთელს შორის მცირე ინციდენტები ხდება. როცა ფაჩულია "გოლდენ სტეიტში" გამოდიოდა, მაშინ ის შემთხვევით უესტრბუკს ფეხებზე დაეცა, რასელმა კი ეს განზრახ ქმედებად მიიჩნია. მანამდე კი სხვა შემთხვევაც იყო, როცა უესტრბუკი ფაჩულიას
მაშინ დაეჯახა, როცა ის ბლოკს აყენებდა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს რომ ზაზას ვესბრუკისთვის გაეკეთებინა, ამერიკაში აჯანყებები და არეულობები დაიწყებოდა ზაზას სიკვდილით დასჯის მოთხოვნებით )
1
ფაჩულიას რომ სხვისი უხეშობა გაუკვირდება.ლიგის ყველაზე ბინძური მოთამაშეა
dato
18:33 06-04-2019
49

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული