"დეტროიტ პისტონსისა" და "ოკლაჰომა თანდერის" შეხვედრაში რასელ უესტბრუკი ზაზა ფაჩულიას უხეშად ეთამაშა.
ერთ-ერთ ეპიზოდში, როცა ზაზამ ბურთი მიიღო და კალათში მის გადაგზავნას აპირებდა, რასელმა მას თითქოსდა დაფარების მიზნით ხელი სახეში ჩაარტყა და თან ისე ძლიერად, რომ ფაჩულია რამდენიმე წამი პარკეტიდან წამოდგომას ვერ ახერხებდა.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ამ ორ კალათბურთელს შორის მცირე ინციდენტები ხდება. როცა ფაჩულია "გოლდენ სტეიტში" გამოდიოდა, მაშინ ის შემთხვევით უესტრბუკს ფეხებზე დაეცა, რასელმა კი ეს განზრახ ქმედებად მიიჩნია. მანამდე კი სხვა შემთხვევაც იყო, როცა უესტრბუკი ფაჩულიას მაშინ დაეჯახა, როცა ის ბლოკს აყენებდა.