ქართველი ლეგიონერი მოედანზე მხოლოდ 05:31 წუთი გამოჩნდა და ორქულიანი ააცილა, აქტივში კი 1 მოხსნა ჰქონდა.
ბასკონიელთა რიგებში საუკეთესოები გერმანელი იოჰანეს ვოიგტმანი (22 ქულა), ამერიკელი დარუნ ჰილარდი (18) და დანიელი შევონ შილდსი (16) იყვნენ.
"ბასკონიამ" 19 მოგება და 7 მარცხი მოაგროვა და "ბარსელონასა" და "რეალის" შემდეგ ცხრილში მესამე ადგილზეა. ვიტორიელები 13 აპრილს "ანდორას" უმასპინძლებენ.
გიორგი შერმადინის "უნიკახამ" ტედ მაკფადენის "ხუვენტუდი" იოლად დაამარცხა
მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით