თორნიკე შენგელიამ ცსკა-ს მხოლოდ 6 ქულა ჩაუგდო - "ბასკონია" განადგურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 აპრილს, ევროლიგის პლეი-ოფის სერიის პირველ მატჩში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" მოსკოვში 68:94 დამარცხდა ცსკა-სთან.

ბასკურმა გუნდმა პირველ ტაიმში მედგარი წინააღმდეგობა გაუწია არმიელებს, მესამე მეოთხედი კი 20 ქულით წააგო (!) და საბოლოოდ 26-ქულიანი სხვაობით დამარცხდა.

შენგელიამ 18:54 წუთში 6 ქულა (4-დან 1 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო) და 1 მოხსნა მიითვალა.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა, რომელმაც ტრავმა ახლახან მოირჩინა, 16:49 წუთში 5 ქულა (2-დან 0 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

სერიის მეორე მატჩი 18 აპრილს მოსკოვში გაიმართება. სერია სამ მოგებამდეა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩვენი თანამემამულეები ჯერჯერობით პლეი ოფებში(ფაჩულია,შენგელია და ბითაძე)ანტი კალათბურთს თამაშობენ,ვნახოთ რა იქნება მომავალში,ამ გადმოსახედიდან ყველაფერი ცუდად მიდის.
roma
14:34 17-04-2019
0
ძალიან ცუდი თამაში გამოუვიდა გუშინ ბასკონიას, რუსებს კი ფაქტობრივად ყველაფერი გამოუვიდათ და ჩააგდეს, როდრიგესი კი შეუჩერებელი იყო...
იმედია, მეორე თამაშში მაინც გაუწევს რეალურ წინააღმდეგობას ბასკონია!!!
აჩი
12:51 17-04-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული