26 აპრილს, ევროლიგის პლეი-ოფის მეოთხედფინალური სერიის მეოთხე მატჩში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" საკუთარ მოედანზე დამარცხდა ცსკა-სთან - 83:92.
არადა, ბასკური გუნდი 13 ქულით იგებდა და თამაშიც მიჰყავდა.
ცსკ-მ სერიაში 3:1 იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.
შენგელია ტრავმის შემდეგ თანდათან შედის ფორმაში და ეს მატჩი წინასთან შედარებით უკეთ ჩაატარა - 23:43 წუთში 11 ქულა (8-დან 5 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 5-დან 1 საჯარიმო), 5 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.
მან 4-ჯერ დაკარგა ბურთი და 4 პერსონალური მიიღო.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა ფეხის თითის ტრავმის
გამო ვერ ითამაშა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე არმიელი ნანდო დე კოლო იყო, რომელმაც 27 ქულა ჩააგდო, ხოლო მასპინძელთა გუნდიდან ყველაზე შედეგიანი 21 ქულით ვინსენ პორიე გახლდათ.
"ბასკონია" ლიგა ენდესაზე გააგრძელებს ბრძოლას, სადაც მე-3 ადგილზეა და 28 აპრილს "ფუენლაბრადას" უმასპინძლებს.