24 აპრილს, ევროლიგის პლეი-ოფის მესამე მეოთხედფინალურ მატჩში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" საკუთარ მოედანზე 77:84 დამარცხდა ცსკა-სთან.
სერიაში არმიული გუნდი 2:1 დაწინაურდა. მესამე შეხვედრა 26 აპრილს ისევ ვიტორიაში გაიმართება და თუ "ბასკონიამ" მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, მეხუთე მატჩი მოსკოვში ჩატარდება.
შენგელიამ 18:34 წუთში 9 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 6-დან 3 საჯარიმო) და 3 მოხსნა მიითვალა.
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა 13:22 წუთში 7 ქულა (2-დან 2 სამქულიანი, 4-დან 1 საჯარიმო), 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.